Non-verbal communications. არავერბალური კომუნიკაცია презентация

Содержание

კომუნიკაცია არის ის უმნიშვნელოვანესი ცნება და მოვლენა, რომელიც ოდითგანვე ამყარებდა ადამიანების და არა მარტო მათ არსებობას. ურთიერთობაში, უპირველეს ყოვლისა,მოიაზრება ვერბალური კომუნიკაცია, რომელიც ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა.

Слайд 1არავერბალური კომუნიკაცია
ავტორი: ანა ლეჟავა ჯგ: 3101


Слайд 2 კომუნიკაცია არის ის უმნიშვნელოვანესი ცნება და მოვლენა, რომელიც ოდითგანვე ამყარებდა

ადამიანების და არა მარტო მათ არსებობას.
ურთიერთობაში, უპირველეს ყოვლისა,მოიაზრება ვერბალური კომუნიკაცია, რომელიც ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა.


Слайд 3თუმცა, არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციის არავერბალურ სახეს, რომლის დროსაც ინფორმაცია

გადაიცემა არა მეტყველებით, არამედ სხეულის ენით – სახის გამომეტყველებით, პოზით, ჟესტებით, მიმიკებით, თვალის კონტაქტით და სხვა.

Слайд 4კაცობრიობის ისტორიაში არავერბალური კომუნიკაცია დროში წინ უსწრებდა ვერბალურს. ენის წარმოშობამდე ადამიანები

ურთიერთობდნენ ჟესტების, გამომეტყველების, ყვირილის და შეხების მეშვეობით.

Слайд 5არავერბალური კომუნიკაცია უფრო სანდოდ და გულწრფელად არის მიჩნეული, ვიდრე ვერბალური.
სხეულის

ენისადმი მეტი ნდობის არსებობა გამოიხატება იმაში, რომ არავერბალური ქცევა ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობით არის განპირობებული. ის არ ექვემდებარება ცნობიერს და მათი ცვლილება ხდება ქვეცნობიერულად, ამიტომ არავერბალური მანიშნებლების კონტროლი უფრო ძნელია, ვიდრე სიტყვების.


Слайд 6არავერბალური კომუნიკაციის 3 ტიპი:
კინესტიკა - ემოციების გარე გამომეტყველება
ტაკსიკა - შეხება ურთიერთობის

სიტუაციაში
პრო ქსემიკა - ადამიანთა განლაგება სივრცეში ურთიერთობის დროს

Слайд 7 სახის გამომეტყველება
სახის გამომეტყველება გრძნობების მთავარი

მაჩვენებელია. ისეთი პოზიტიური ემოციები, როგორიცაა ბედნიერება, სიყვარული, შედარებით ადვილად აღიქმება, ხოლო რთულად აღქმადია უარყოფითი ემოციები - მწუხარება, განრისხება. ჩვეულებრივ ეს ემოციები მიმიკასთან ასოცირდებიან.

Слайд 8 თვალებით კონტაქტი
ვიზუალური კონტაქტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც

საუბრის კონტროლის საშუალება.
თვალებით კონტაქტი მიუთითებს დაინტერესებაზე, მოწონებაზე, ან პირიქით თვალის არიდება ინტერპრეტირებულია, როგორც დაინტერესების არ ქონა.
თვალებში განუწყვეტლივ ყურება შესაძლოა უხერხულ სიტუაცის ქმნიდეს, სწორედ ამიტომ მოსაუბრე და მსმენელი, როგორც წესი, ერთმანეთს 10 წამზე დიდ ხანს არ უყურებენ თვალებში.

Слайд 9 ინტონაცია და ხმის ტემბრი
საუბრის ინტონაცია და ხმის

ტემბრი უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე სიტყვები.
სწრაფად ლაპარაკობენ მაშინ, როდესაც არიან აღელვებულნი ან გადმოსცემენ პირად გრძნობებსა და განცდებს.
ხშირად შეცდომები საუბრისას იმის მაჩვენებელია, რომ მოსაუბრე ნერვიულობს ან ცდილობს მოგვატყუოს.

Слайд 10 პოზა
გადაჯვარედინებული ხელები ან ფეხები ხშირად მიუთითებს სკეპტიკურ

დამოკიდებულებაზე, თავდაცვაზე.
როდესაც ადამიანი საუბრისას ჩვენსკენ იხრება, ეს პოზა მიუთითებს დაინტერესებაზე.
ხელების თავს უკან შემოწყობა უპირატესობის მანიშნებელია.
თავის დაქნევა დადებითად მოქმედებს მოსაუბრეზე ჯგუფური საუბრის დროსაც. ამიტომ ის ხშირად მისკენ მიმართავს საუბარს, ვინც უქნევს თავს.

Слайд 11 სხეულის ენის სირთულეს ის წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში

ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება.
თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან.
აწეულ ცერა თითს აქვს 3 მნიშვნელობა. ჩვეულებრივ იგი იხმარება გზაზე "მანქანის დასაჭერად". მისი მეორე მნიშვნელობაა ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ ცერა თითი ზედმეტადაა აშვერილი მაღლა ამ ჟესტმა შეიძლება შეურაცმყოფელი მნიშვნელობა მიიღოს.

Слайд 12 საათის ხშირ-ხშირად შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია.
ასევე ცუდი ტონის მაჩვენებელია თუკი

ადამიანებს ძალიან მიუახლოვდებით.
საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით კი ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა.

Слайд 13ჩვეულებრივ, მსმენელსაც და მოსაუბრესაც უადვილდებათ კონტაქტი იმასთან, ვისაც აქვს ცოცხალი გამომეტყველება,

გამომხატველი მოძრაობები. აქტიური ჟესტიკულაცია ხშირად მიუთითებს დადებით ემოციებზე და აღქმულია როგორც დაინტერესების ნიშანი.


Слайд 14მეტყველებით ინფორმაციის მხოლოდ 7%-ის გადაცემა ხდება,
არავერბალური კომუნიკაციისას 92%-ის.
 აქედან ჟესტებს,

პოზას და სახის გამომეტყველებას დაახლოებით 55% უჭირავს, 38% კი ხმის ინტონაციასა და საუბრის ტემპს.

Слайд 15არავერბალურ კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიული კუთხით, მას დიდი მნიშვნელობა ექცევა

ბიზნესის, მარკეტინგის სფეროში და განსაკუთრებით კი PR-ინდუსტრიაში

Слайд 16გმადლობთ ყურადღებისთვის!


Обратная связь

Если не удалось найти и скачать презентацию, Вы можете заказать его на нашем сайте. Мы постараемся найти нужный Вам материал и отправим по электронной почте. Не стесняйтесь обращаться к нам, если у вас возникли вопросы или пожелания:

Email: Нажмите что бы посмотреть 

Что такое ThePresentation.ru?

Это сайт презентаций, докладов, проектов, шаблонов в формате PowerPoint. Мы помогаем школьникам, студентам, учителям, преподавателям хранить и обмениваться учебными материалами с другими пользователями.


Для правообладателей

Яндекс.Метрика