რეკრეაცია და გამაჯანსაღებელი ტურიზმი презентация

Содержание

ლექცია N 1 ტურიზმი და საკურორტო საქმე. საკურორტო საქმის თანამედროვე მდგომარეობა და ამოცანები.

Слайд 1gigi yufaraZe
Tbilisi
2016 weli
რეკრეაცია და გამაჯანსაღებელი ტურიზმი


Слайд 2ლექცია N 1 ტურიზმი და საკურორტო საქმე. საკურორტო საქმის თანამედროვე მდგომარეობა და

ამოცანები.

Слайд 3ძირითადი ცნებები
რეკრეაცია (recreation) - ბერძნული სიტყვაა და აღდგენას ნიშნავს. შესაბამისად რეკრეალოგია

(recreation+Logos –მეცნიერება) ნაწარმოებია ამ სიტყვისაგან. Recreo, avi, atum, are თუ ვთარგმნით ლათინურიდან ნიშნავს აღდგენას, განახალებას. recreari e morbo – გაჯანსაღება.

Слайд 4ძირითადი ცნებები
ამ ცნების ქვეშ, როგორც წესი, გულისხმობენ დასვენებას, ადამიანის ძალების აღდგენას,

რომლებსაც ის ხარჯავს შრომის პროცესში. მას განმარტავენ როგორც ადამიანის საქმიანობას შრომისაგან თავისუფალ დროს, რომლის მიზანია ფიზიკური, სულიერი ძალების აღდგენა, უპირატესად ბუნებრივი ფაქტორების გამოყენებით, სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ტერიტორიებზე, რომლებიც მუდმივი საცხოვრებელი გარემოს გარეთაა.

Слайд 5ძირითადი ცნებები
კურორტოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კლიმატის, მინერალური წყლების, სამკურნალო

ტალახების და სხვა ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების თვისებებს, მათი ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების მექანიზმებს და შეიმუშავებს სანატორულ-კურორტული მკურნალობისა და საკურორტო საქმის ორგანიზაციის სამეცნიერო საფუძვლებს.

კურორტოლოგიის ნაწილებია: ბალნეოლოგია, ბალნეოთერაპია, ბალნეოტექნიკა, პელოიდოთერაპია (ტალახებით მკურნალობა) და სამედიცინო კლიმატოლოგია.

Слайд 6ძირითადი ცნებები
ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსი – მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახი, სამკურნალო

კარსტული მღვიმეები,ზღვა, ტყე, სამკურნალოკლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურესები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

Слайд 7ძირითადი ცნებები
საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო რესურსების, მათით სარგებლობისათვის აუცილებელი ნაგებობებისა

და მოწყობილობების (ჭაბურღილი, ბიუვეტი, გალერეა, ტალახით სამკურნალო, პლაჟები, კლიმატური პავილიონი, აეროსოლარიუმი და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანატორიუმი, სასტუმრო, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი, და სხვა) გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით.
საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი ექსპლუატაციისათვის
კურორტი – საკურორტო ადგილი, რომელზეც განლაგებულია სამკურნალო და გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ნაგებობა და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები

Слайд 8საქართველო კურორტების ქვეყანაა. მისი სუბტროპიკული ზონის საზღვარზე განლაგება ჩრდილოეთის მხრიდან კავკასიის

ქედებით, ხოლო სამხრეთიდან სამხრეთ საქართველოს მთიანეთით გარემოცვა, შავი ზღვა, ადგილმდებარეობის რთული რელიეფი და სხვადასხვაგვარი მცენარეული სიმდიდრე გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება თითქმის ყველა ტიპის ჰავა, დაწყებული შავი ზღვის ნოტიო სუბტროპიკულ და აღმოსავლეთ საქართველოს ველების შედარებით მშრალიდან, დამთავრებული ყველა სიმაღლის ზონების მთიანი ჰავით, რაც საფუძვლად დაედო ზღვისპირეთისა და მთის კლიმატური კურორტების სიმრავლეს.
კლიმატური პირობები გამოირჩევა გამოხატული თერაპიული თვისებებით და გამოიყენება მრავალი პათოლოგიის სამკურნალოდ. კლიმატური მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია ზღვისპირა, დაბალი და საშუალო მთის ქვედა სარტყლის პირობებში.

Слайд 9ასევე, მრავალფეროვანია ქვეყნის ჰიდრომინერალური რესურსები. რელიეფის რთული გეოლოგიური აგებულება განაპირობებს ლანდშაფტის

სიჭრელეს, ხოლო ქანების მრავალფეროვნება ქმნის მიწისქვეშა წყლების ქიმიურად განსხვავებულ სახეობებს. მინერალური წყლების გამოსასვლელები ძირითადად დაკავშირებულია ტექტონიკურ რღვევებთან. საქართველოში 2000-ზე მეტი მინერალური წყლის წყაროა, რომელთაგან 1700-ზე მეტს ბუნებრივი გამოსავალი აქვს, ხოლო 300-ზე მეტი მიიღება ჭაბურღილებიდან.

Слайд 10საქართველო კურორტების ქვეყანაა

103 კურორტი
182 საკურორტო ადგილი











Слайд 11
?
miTi Tu faqti
saqarTvelo
საბჭოთა კავშირის რივიერა თუ შვეიცარია


Слайд 12წარსული
turistebisa da damsveneblebis raodenoba (1989 w.)

organizebuli turistebi ssrk-dan - 1.600.000
organizebuli turistebi sxva

qveynebidan - 180.000
araorganizebuli turistebi - 2,3.000.000
sul: 4-5 mln.

ganTavsebis saSualebaTa raodenoba 624
sawoli adgilebis raodenoba 152000
sawoli adgilebis raodenoba sakurorto obieqtebze 103000

Слайд 131991-2004
2005
2016


Слайд 14სტაგნაცია ტურიზმისა და საკურორტო ინდუსტრიაში გრძელდებოდა1995-96 წლებამდე. თუმცა 1995 წელს უცხოელ

ტურისტთა რიცხვი მხოლოდ 85 ათასს (?!) აღწევდა. ალბათ, გარდატეხის წლად 2005 წლი უნდა ჩაითვალოს, როცა უცხოელ ვიზზიტორთა რიცხვის ზრდამ წლის განმავლობაში 52%-ს მიაღწია

Слайд 152015 წელს საერთაშორისო შემოსვლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 5,901,094 და ის მჭიდროდ

მიუახლოვდა ექვს მილიონიან ზღვარს. ზრდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით +7%-ია. ქვეყანაში შემოვიდა 385,535-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ეკონომიკური მაჩვენებლები.

Слайд 17საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათი და მეტი დროით

ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურების 38.7% დარჩა,. 24 საათზე ნაკლები პერიოდით ჩამოსულთა რიცხვი 37.6% და ტრანზიტულ ვიზიტორთა წილი 23.7% შეადგენს.

Слайд 192015 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.94 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

(ზრდა +8.3%). შიდა ტურიზმის დანახარჯებმა 1.53 მლრდ ლარი შეადგინა. მშპ-ში ტურიზმის წილმა კი 6.7%.

Слайд 20საქართველოს მოქალაქეების დანახარჯებმა უცხოურ ტურიზმზე 0.33 მილიარდი დოლარი შეადგინა (ზრდა +10.2%).

შედეგად, უცხოური ტურიზმის ბალანსი საქართველოში შეადგენდა 1.61 მილიარდ დოლარს (ზრდა +8%).
2015 წელს საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1.46 მილიარდი ლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით 27.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

Слайд 21შიდა ვიზიტორებმა მთლიანობაში დაახლოებით 12.4 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. ყველაზე მეტი ვიზიტი

თბილისიდან 25.7% და იმერეთიდან 21.7% დაფიქსირდა. შიდა ვიზიტების უმეტესობა საქართველოს მთავარი ქალაქების მიმართულებით განხორციელდა. თბილისი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია -24%, შემდეგ მოდის ქუთაისი 8% და ბათუმი 7 %. რეგიონებს შორის ყველაზე პოპულარული იმერეთი-21.1%, აჭარა -10.8% და კახეთი- 8.5% იყო.

Слайд 23შიდა ვიზიტორების მიერ განხორციელებული ღამისთევების საერთო რაოდენობამ შეადგინა 26.9 მილიონი. დანახარჯების

ჯამური მაჩვენებელი 1.53 მილიარდ ლარს აღემატებოდა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეული საშუალო დანახარჯი 124 ლარს შეადგენდა.

Слайд 24საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული განთავსების საშუალებების რაოდენობამ 1,475

შეადგინა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობამ 51,404. თბილისი ლიდერია 13,218 (25.7%) საწოლი ადგილით, მას მოსდევს აჭარის რეგიონი - 11,293 (22%) რაოდენობით.

Слайд 26თბილისში რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა: Radisson, Marriott, Sheraton, Holiday Inn, Citadine,

Cron Palace, Best Western. 2015 წელს ამ სიას Mercure da Hotels and Preference Hualing დაემატა. რაც შეეხება ბათუმს, იქ არსებულ Radisson-is, Sheraton-is და Divan-ის ბრენდის სასტუმროებს დაემატა Hilton.

Слайд 27მსოფლიო გამაჯანსაღებელი ტურიზმის (wellness industry) ბაზრის მოცულობამ 2013 წელს $3,4 ტრილიონი

დოლარი შეადგინა, რაც 3,4-ჯერ მეტია ვიდრე ფარმაცევტული მრეწველობის ბაზარი.

Слайд 28ამ ინდუსტრიის ძირითადი სექტორებია:

სილამაზე და გაახალგაზრდავება ($ 1,025 ტრილიონი)
ჯანმრთელი კვება/გახდომა (

$ 574,2 მილიარდი)
გამაჯანსაღებელი ტურიზმი ($ 494 მილიარდი)
ფიტნესი/სხეულის მოვლა ($ 446,4 მილიარდი)
პროფილაქტიკა/პერსონიზირებული მედიცინა ($ 432,7 მილიარდი)
ალტერნატიული მედიცინა ($ 186,7 მილიარდი)
ჯანმრთელი ცხოვრების წესის უძრავი ქონება ($100 მილიარდი)
სპა ინდუსტრია ($ 94 მილიარდი)
თერმული და მინერალური წყლები ($ 50 მილიარდი)
ველნესის სამუშაო ადგილები ($ 40,7 მილიარდი)

Слайд 292013 წელს გამაჯანსაღებელი ტურიზმის მოცულობა 2012 წელთან შედარებით გაიზარდა 12,5 %-ით

და შეადგინა 494 მლრდ. დოლარი. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლს, რომელიც 9 %-ის ფარგლებში იყო.

Слайд 30გლობალური ველნეს ინსტიტუტისა (The Global Wellness Institute ™ (GWI) და ამერიკული

კვლევითი ორგანიზაცია SRI International-ს მონაცემებით მსოფლიო სპა ინდუსტრია ექვსი წლის მანძილზე 60 მილიარდი აშშ. დოლარიდან (2007 წ), გაიზარდა 94 მილიარდამდე (2013 წ). მატებამ 7,7% შეადგინა და საინტერესოა, რომ მსოფლიო რეცესიის პერიოდშიც კი არ შენელებულა ზრდის ტემპი.

Слайд 31SRI International -ის შეფასებით ამავე პერიოდში სპა ცენტრების რაოდენობამ 27%-ით მოიმატა

და 2007 წელს არსებული 71762-დან 2013 წელს 105591-ს მიაღწია.

Слайд 322014 წელს SRI International-მა ისტორიაში პირველად ჩაატარა თერმული და მინერალური წყლების

სექტორის კვლევა. მისი მოცულობა შეფასდა $ 50 მილიარდად და ბაზრი მოიცავს 26847 მესაკუთრეს მთელს მსოფლიოში.

Слайд 33გისურვებთ ჯანმრთელობას და კარგ განწყობილებას!


Обратная связь

Если не удалось найти и скачать презентацию, Вы можете заказать его на нашем сайте. Мы постараемся найти нужный Вам материал и отправим по электронной почте. Не стесняйтесь обращаться к нам, если у вас возникли вопросы или пожелания:

Email: Нажмите что бы посмотреть 

Что такое ThePresentation.ru?

Это сайт презентаций, докладов, проектов, шаблонов в формате PowerPoint. Мы помогаем школьникам, студентам, учителям, преподавателям хранить и обмениваться учебными материалами с другими пользователями.


Для правообладателей

Яндекс.Метрика