Слайд 1ენერგიის ალტერნატიული წყაროები
Слайд 2`
დღესდღეობით მსოფლიოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში უფრო და უფრო
მეტად იყენებენ ენერგიის არატრადიციულ ანუ ალტერნატიულ წყაროებს. ენერგიის ალტერნატიული წყარო უნდა იყოს განახლებადი, ნაკლებად აბინძურებდეს გარემოს და, რაც მთავარია, აგვარებდეს საწვავის პრობლემას, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გარემოსდაცვითი და ამოწურვადი რესურსების შენარჩუნების მიზნით დიდ ყურადღებას აქცევს მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული ენერგიის გამოყენებას.
Слайд 3მზის ენერგიის გამოყენება პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში სცადეს. პირველი ჰელიოსადგურიც
1984 წელს აშენდა. დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება.
Слайд 4
მარტივი გათვლები ადასტურებს, რომ თუ აშენდა 140-150 კვ. კმ ფართობის ჰელიოსადგური
(თბილისის ტერიტორია 350 კვ. კმ-ს შეადგენს), მიღებული ელექტროენერგია მთლიანად დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნას.
Слайд 5
ქარის ენერგიას მექანიკური ენერგიის მისაღებად კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყენებდა,
ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.
Слайд 6
ქარის ენერგიის დადებითი მხარეები
* არის ენერგიის განახლებადი წყარო;
* არ აბინძურებს გარემოს
სათბური აირებით;
* ამცირებს იმპორტირებულ ორგანულ სათბობზე დამოკიდებულებას;
* ამაღლებს ენერგოუსაფრთხოების დონეს;
* იაფია (უკუგების პერიოდის შემდეგ);
Слайд 7
ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს ბიოგაზი. ბიოენერგია ბიომასის ხრწნის შედეგად მიღებული ენერგიაა.
ბიოენერგიის მიღება შეიძლება ტემპერატურის, წნევისა და მოცულობის მუდმივობის პირობებში.